თურქეთში მორიგი მიწისძვრა მოხდა. 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, თურქეთ-სირიის საზღვარზე თებერვალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა და კერის სიღრმე 7-ი კილომეტრი იყო.