„კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები ქვეყნების ნაწილზე უხეშ ზეწოლას ახორციელებენ.“ - განცხადებას დიმიტრი პესკოვი აკეთებს. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატების თაოსნობით, იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან უხეშ ზეწოლას ახორციელებენ. მისი თქმით, საკითხი რუსეთისგან და ამ ტიპის სახელმწიფოების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. პესკოვის განცხადებითვე, რისკების შემცირების მიზნით, რუსეთი პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტს აგრძელებს.