უკრაინამ რუსეთს ყველა მძიმედ დაჭრილი ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი გადასცა. სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, საუბარია არა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, არამედ მძიმედ დაჭრილი ტყვეების პირობების გარეშე დაბრუნებაზე, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ითვალისწინებს. შტაბის განცხადებითვე, რუსეთი საერთაშორისო ნორმებს სისტემატიურად უარყოფს და ამ დრომდე ტყვედ ათასობით უკრაინელი, მათ შორის დაჭრილები და მძიმედ დაავადებული მოქალაქეები ჰყავს. უკრაინამ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ, რათა აგრესორმა ქვეყანამ საერთაშორისო ნორმების დაცვა დაიწყოს, კიდევ ერთხელ მოუწოდა.