“ეფეს საქართველოს“ და Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამის შესარჩევ ტურში მონაწილეობა 60-მდე სტარტაპმა მიიღო, რომელთა ფოკუსიც ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, სოციალური გავლენა და ენერგო ეფექტურობაა. განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9-ა გუნდი შეირჩა, რომელიც მომდევნო 12-ი კვირის განმავლობაში საკუთარი სტარტაპისა თუ კომპანიის განვითარებაზე იმუშავებს. პროგრამა მიზნად მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ამ მიმართულების სტარტაპებისა და კომპანიების გაძლიერებას ისახავს.