"ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძემ დატოვა. პოლიტიკოსის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმეა - მათ შორის, პარტიის ძველი მეთოდით მართვა. ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე საუბრობს ბაჩუკი ქარდავაც. ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, პარტიის მხრიდან პარლამენტში გამოცხადებული ბოიკოტი მისთვის მოუღებელია. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებული სიტუაცია მართველი გუნდისთვის გასაკვირი არ არის.