საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარციაშვილს ინტერპელაცის წესით მოუსმინეს. მინისტრის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. როგორც მან ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა საერთაშორისო საზოგადოება შესაბამისად ინფორმირებული ყოფილიყო და საკითხზე მკაფიო რეაგირება მომხდარიყო. დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების განახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა.