პასტას ცნობილმა ბრენდმა Barilla დისნეის საკულტო ანიმაციის სცენა გააცოცხლა… საუბარია „Lady and the Tramp“-ზე, კერძოდ, იმ მონაკვეთზე, როცა შეყვარებული ძაღლები საზიარო პასტას მიირთმევენ.
„გარდა იმის, რომ ჩვენი პროდუქცია ცხოვრების მაღალ ხარისხს შეესაბამება, ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საოცარი თავგადასავლებისთვის საჭირო ნაპერწკალი იპოვონ. გვსურს, ენერგია, რომელსაც მაკარონის წარმოებას ვახმართ, სასადილო გამოცდილების ამაღლებაში და დასამახსოვრებელი მომენტების შექმნაში დაგვეხმაროს“, — ამბობს Barilla-ს გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, ილარია ლოდიჯიანი.
მთლიანობაში, რეკლამა მოკლემეტრაჟიან ფილმს მოგვაგონებს, რომელიც მაღალი ესთეტიკითა და სასიამოვნო განწყობა-ემოციებით გამოირჩევა.