„ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, ხატია დეკანოიძემ და ბაჩუკი ქარდავამ დატოვონ. მათი თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის პარტიის დამოკიდებულება პარლამენტში გამოცხადებულ ბოიკოტთან დაკავშირებით.
პარტიაში არსებული პრობლემა მმართველი გუნდისთვის გასაკვირი არ არის. მათი განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ-ინტელექტუალური რესურსი აღარ არის.