უკვე 3 საათზე მეტია საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაცია მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურმა საკუთარი გამოსვლა რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრით დაიწყო და შიდა და გარე ძალებს მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში დასდო ბრალი. ღარიბაშვილი ამბობს რომ, მე-5 კოლონა უკრაინის ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნების დახმარებით, ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს. არაერთხელ დაასახელა სააკაშვილის გვარიც. გამოსვლის დროს პრემიერმა 7-8 მარტის აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ ძლადობრივი აქციების უკან სწორედ რადიკალური ჯგუფები იდგნენ. ოპოზიციამ პრემიერი ღარიბაშვილის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა, იყო სიტყვიერი კამათიც.