ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა - მათი [უკრაინის] სურვილი იყო, ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ - რეალური საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი თანხვედრაშია „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან.