ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, C ჯგუფში იტალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე ინგლისთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინის „ტიგრეს“ თავდამსხმელმა რეტეგიმ ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, განსაკუთრებით როდესაც მე-80 წუთზე მსაჯმა ინგლისელთა მცველი შოუ გააძევა. თუმცა, „სკუადრა აძურას“ იერიშები სწორხაზოვანი და ყოველგვარ ფანტაზიას მოკლებული იყო და მარცხი განიცადეს.
26 მარტს იტალია გასვლაზე მალტას დაუპირისპირდება, ხოლო ინგლისი უკრაინას უმასპინძლებს.
ინგლისმა იტალიას 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია და ევრო 2020-ზე წაგების გამო რევანში აიღო.
კეინმა ინგლისის ნაკრებში 54-ე გოლი გაიტანა, რუნის გაასწრო და ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.