ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას - გადატანას, "ოცნების" ნაცვლად პრობლემების ძებნას სხვაგან, არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პირადი წყენები, დამოკიდებულებები, ამბიციები უნდა გადავდოთ და მოვემსახუროთ მთავარ მიზანს - ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და ხალხის კეთილდღეობას.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ არცერთ წამს არ დაკარგავს "უაზრო პოლემიკაში, კამათში, ივანიშვილის ბინძურ თამაშებში".
"რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის.ივანიშვილი და რუსული ოცნება ცდილობს საზოგადოება დაყოს, დააპირისპიროს. ახლა ყველა, რუსული, მოღალატეობრივი პარტიის წინააღმდეგ უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას. ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას - გადატანას, "ოცნების" ნაცვლად პრობლემების ძებნას სხვაგან, არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი. ჩვენს ხალხს, აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოს ბედი, ხალხს აინტერესებს საკუთარი შვილების მომავალი, ახალგაზრდებს აინტერესებს ნორმალურ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და ჩვენ, საჯარო პოლიტიკაში მყოფები, ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ ხალხს, მათ ინტერესებს. რუსული პროპაგანდა, რუსული ოცნების მოკლევადიანი ინტერესია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქცია 9 აპრილს 17:00 საათზე, როგორმე დააზიანოს, გააშავოს ...ცდილობს, როგორმე დაქსაქსოს, გაათითოკაცოს და დააპირისპიროს საზოგადოება. ჩვენ, უნდა გავაკეთოთ საპირისპირო.პირადი წყენები, დამოკიდებულებები, ამბიციები უნდა გადავდოთ და მოვემსახუროთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ახლა, ყველამ უნდა ვეცადოთ გავზარდოთ წნეხი ივანიშვილსა და მის რუსულ ხელისუფლებაზე. ვისაც, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ყველა ასეთ პროცესს. არცერთ წამს არ დავკარგავ უაზრო პოლემიკაში, კამათში, ივანიშვილის ბინძურ თამაშებში. ვხვდები ხალხს, ვესაუბრები, ვისმენ, ვუზიარებ და ვრწმუნდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მომავლისთვის", - წერს ის.