ორმოცი წელია, მეფე ჩარლზის მარცხენა ხელის ნეკა თითს მუდმივად მასიური ოქროს ბეჭედი ამშვენებს. რატომ არ იცილებს მეფე სამკაულს, რომელსაც ძალიან უფრთხილდება?
ლონდონის მუზეუმის კურატორ ბეატრის ბელენის განმარტებით, მამაკაცები ასეთ ბეჭდებს საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ. ისინი მფლობელის მაღალ სოციალურ სტატუსსა და არისტოკრატიულ კუთვნილებაზე მიუთითებდნენ.„ჯენლტმენთა“ ბეჭდის ტარება ბურჟუაზიის ზრდასთან ერთად განსაკუთრებით პოპულარული გახდა“ - განმარტავს ბელენი.
ბეჭედი შეიძლება მფლობელის რომელიმე დიდგვაროვანი ოჯახის წევრობაზე მიუთითებდეს. ჩარლზის ბეჭედი, რომელზედაც ოჯახის გერბია ამოკვეთილი, 200 წლის წინათ შეიქმნა. ბრიტანეთის დღევანდელ მონარქს სამკაული ბიძამ, ედუარდ III-მ გადასცა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც მეფე ბეჭედს არ იცილებს, უინძორობაზე ხაზგასმის სურვილია.
ჩარლზი სამეფო ოჯახის ერთადერთი წევრი არაა, რომელიც ბეჭედს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ „ჯენტლმენთა სამკაულია“, ასეთი ბეჭედი ჰერცოგინია კეტრინს და მის დას, პიპა მიდლტონსაც ამშვენებს და ის პრინცესა დიანასაც ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ჩარლზი „ჯენლტმენთა ბეჭედს“ ნეკა თითზე საქორწინო ბეჭედთან ერთად ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო ბეჭდის ადგილი არათითია. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მეფე საქორწილო ბეჭედს მასიური ბეჭდის ქვეშ მალავს. საქორწინო ბეჭედი ხომ უინძორ მამაკაცებში ძალიან არაპოპულარული სამკაულია - მას არც პრინცი ფილიპი ატარებდა და არც პრინცი უილიამი ატარებს.
პრინცი ჰარი ერთადერთი უინძორია, რომელიც ქორწინების სიმბოლოს სიამოვნებით წარმოაჩენს. ამასთან, მისი ნიშნობის ბეჭედი ოდნავ განსხვავებულია - ოქროს ნაცვლად, ის პლატინისაა და უფრო თანამედროვე დიზაინი აქვს.