საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონმა 65,40 ქულა მიიღო. თავისუფალ პროგრამას ქალები 24 მარტს წარადგენენ.
დღესვე ტურნირზე კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ იასპარეზეს. სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში მე-14 ადგილი დაიკავა (60.98 ქულა), რითაც თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელსაც 23 მარტს შეასრულებენ.