ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ განახორციელა და ფინეთის გაწევრიანება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც რატიფიცირების პროცესს უნგრეთი და თურქეთიც დაასრულებენ.