უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტმა, ვიზიტის დროს, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლქის დაცვაში არიან ჩართულები. მისი თქმით, უკრაინელები ერთად ყველაფრის აღდგენას შეძლებენ.