რა გეგმა აქვს ხელისუფლებას რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. მედპერსონალი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. იქამდე საავადმყოფოს მედმუშაკები კლინიკის დირექტორს შეხვდნენ, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, მთავარი კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ექიმების მოთხოვნაა, რომ მათ დაწესებულებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ადგილზე გააცნონ, ასევე კლინიკაში არ შეწყდეს არც სამედიცინო და არც საგანმანათლებლო პროცესი. მედიკოსები შიშობენ, რომ პროცესი მხოლოდ ადმინისტრაციის რეორგანიზაციით არ დასრულდება და ბევრი მათგანი, სამსახურის გარეშე დარჩება. რეორგანიზაციის პროცესს არ უარყოფს თავად საავადმყოფოს დირექტორიც.