ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის კრიტიკას პასუხობს. ნაკაიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია მისი და მუსლიმი თემის დისკრედიტაციას ცდილობს. ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების ლიდერმა, ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე ადამიანად მოიხსენია, თუმცა ჟურნალისტებთან მან არ განმარტა, რას გულისხმობდა ის ამ შეფასებაში. კობახიძის ამ განცხადებას, საგანგებო ბრიფინგით ოპოზიციონერი დეპუტატები- ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია გამოეხმაურნენ და ქართული ოცნების თავჯდომარე, ქვეყანაში შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს.