მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა. ადვოკატის მთავარი კითხვაა - რატომ აყენებს კლინიკა კითხვის ნიშნის ქვეშ სააკაშვილის ვივა მედში დარჩენის საკითხს. თავად სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განმარტებით, თუ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა დაწესებულებაში გადაყვანით გართულდება, ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრშიც.