გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ვიზიტის წინ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავენ, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს.