ცალკეული ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს ზრდიან. საუბარია ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი დაწესებული არ არის და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედების შესწავლის პროცესში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოა ჩართული.