ცალკეული ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს ზრდიან - Palitra News

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს ზრდიან

2023-03-23 16:04:50+04:00

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს ზრდიან. საუბარია ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი დაწესებული არ არის და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედების შესწავლის პროცესში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოა ჩართული.