თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურორის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ, არ იყო გათვალისწინებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმები.