ერთი დღე მთავრობის მეთაურისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამდე. ირაკლი ღარიბაშვილი და ილია დარჩიაშვილი ხვალ პარლამენტის დეპუტატების წინაშე ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიაზე ისაუბრებენ და მათთვის გაგზავნილ კითხვებს უპასუხებენ. პრემიერი და საგარეო უწყების პირველი პირი პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს.