გიული ალასანია აცხადებს,რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს ორშაბათს გაგზავნიან. როგორც ის განმარტავს, თავად მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექსპრეზიდენტის ს ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებულია. ადვოკატის განმარტებით, “ვივამედის” მიერ გაკეთებული განცხადება არის დავალება, რეალურად კი კლინიკა მსგავსი სახის გადაწყვეტილებას არ იღებს. ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას, თუმცა ამ დრომდე მათ დოკუმენტი არ მიუღიათ.