გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს საქართველოში ელოდებიან. ანალენა ბერბოკი ვიზიტის წინ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ სტრატეგიული პარტნიორები ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავენ, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. როგორც ცნობილია ბერბოკი ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.