ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განის განცხადებით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიის სწორ მიმართულებას წარმოადგენს. მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი და პეკინი კეთილმეზობლურ ურთიერთობას გააგრძელებენ. მინისტრის განცხადებით, სი ძინ პინის გადაწყვეტილება, პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყების შემდეგ, აერჩია რუსეთი პირველ ქვეყნად, სადაც საგარეო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრებოდა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.