ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება. ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მათი მოთხოვნით ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც შესრულებულ სამუშაოში არსებული დარღვევა ტრაგედიის მიზეზი ვერ გახდებოდა.
გამოძიება დაკავებულებს ედავება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებას და უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.