კლინიკა „ვივამედი“ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს თხოვნით, განიხილონ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში დარჩენის მიზანშეწონილობა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტი მკურნალობაზე უარს ამბობს. სააკაშვილის ოჯახის წევრთა და ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულ განცხადებაში იკვეთება, რომ მას „ვივამედიდან“ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანენ. ყოფილი პრეზიდენტი უკვე მოინახულა ადვოკატმა და ამ წუთებში მასთან გიული ალასანია არის შესული.