24-26 მარტს სტარტს თბილისის გრან-სლემი აიღებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ტურნირს მუხლის ტრავმის გამო მოეხსნა.
ტატომ დაზიანება იაპონიაში გამართულ შეკრებაზე მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, თუ რატომ მოეხსნენ ტურნირს ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის გრან-სლემზე მსოფლიოს 5 კონტინენტის 62 ქვეყნის 424 სპორტსმენი იასპარეზებს.