შერმადინის მორიგი შედეგიანი შეხვედრა "ტენერიფეში". ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან უკვე გასულმა „ტენერიფელებმა“ ბოლო ტურის მატჩში თურქულ "დარუშაფაკას" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 75:71 მოუგეს.
"ტენერიფემ" პირველი ტაიმი 11 ქულით წააგო, თუმცა შეხვედრის შეტრიალება მოახერხა. ესპანურმა კლუბმა მესამე პერიოდში მეტოქეს 9 ქულით აჯობა და მეოთხე პერიოდის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდა. საბოლოოდ მასპინძლებმა მოახერხეს თურქული კლუბის დამარცხება და ამით საქმე თანაჯგუფელ "მურსიას" გაუკეთეს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების 2 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი და თად მაკფადენი, იცავს.
შერმადინმა პარკეტზე 14:05 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შეგახსენებთ, რომ "ტენერიფე" ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და ამ ჯერზეც ტიტულის მოგება აქვს ერთადერთ მიზნად.