წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურში დინამო თბილისმა სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა, ქართულმა კლუბმა სერბულ რადნიჩკის 5 გოლით, ანგარიშით 13:8 მოუგო და ამ სეზონში პირველი საშინაო გამარჯვება იზეიმა.
3-3 გოლი საბა ტყეშელაშვილმა, სტეფან პიეშივაცმა და იოვან სარიჩმა გაიტანეს, ანდრია ვლაჰოვიჩის ანგარიშზე 2 გოლი იყო, ხოლო თითო გოლით თავი დინამოს მხრიდან ბესარიონ ახვლედიანმა და გიორგი მაგრაქველიძემ გამოიჩინეს. დინამოს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 2 მოგება და 9 მარცხი აქვს. ქართული კლუბი ჯგუფში მომდევნო მატჩს ხორვატიის იადრანის წინააღმდეგ გამართავს.
აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისი მეოთხე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. პირველ სეზონში გუნდმა შეძლო ერთი გამარჯვების მოპოვება (მარსელი), მეორეში ორი მატჩი მოიგო (ორივე იადრანთან), მესამეშიც - ორი (იადრანთან და ოლიმპიაკოსთან). ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში დინამო თბილისმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დინამომ ზედიზედ ორი მატჩი ისტორიაში პირველად მოიგო.