დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი კომპანიების, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი. ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა, სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის- ცენტში შეუძლიათ.