ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით - ერთხმად, დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დამატებითი ჯარიმები შემოდის. კანონის პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: - ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით; - იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება - 300 ლარის ოდენობით.