წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, თავის ძმასთან - ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150 ათას ლარს. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.