ნიკოლოზ ბასილაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 7 აპრილისთვის გადაიდო. პროცესს არ ესწრებოდა არც თავად სპორტსმენი და არც მისი ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის პირველი ჩოგანი გაამართლა, შემდგომ ინსტანციაში პროკურატურამ გაასაჩივრა. სხდომაზე ბრალდებას ჰქონდა შუამდგომლობა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნის გამოკვლევაზე, რის გამოც, ადვოკატმა ვადა ითხოვა. სხდომა ამის გამო გადაიდო. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დარჩება.