არასაკმარისი კვორუმის გამო თავდაცვის კოდექსის კანონპროექტის კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო. კოდექსის განხილვა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. თავდაცვის პროექტის მთავარი კრიტიკოსი პარტია "გირჩის" წევრები არიან. სხდომას დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია. ერთმანეთს ფიზიურად და სიტყვიერად ოპოზიციისა და "ხალხის ძალის" წევრები დაუპირისპირდნენ.