შსს-მ მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 64 წლის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სახეზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება. მათივე ვარაუდით, შემთხვევა გუშინ გვიან მოხდა.