„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას არ დაუბრუნდებიან. განცხადება მედიასთან ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ის ამბობს, რომ ქართველი ახალგაზრდების მოატყუებას არ პირებენ.