ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი - თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია და ტარიელ ნაკაიძე, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს. მოთხოვნის მიზეზი დეპუტატების მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია. ცნობისთვის, დღევანელ სესიაზე "ხალხის ძალის" დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა.