სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ვითარების განსამუხტად მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.