PMC-ის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი საქართველოში 1.6%-ით შემცირდა. თვიურისგან განსხვავებით ინდექსი წლიურ ჭრილში 9.2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.3%-ით არის გაზრდილი. თებერვალში საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 2 140 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 236 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 116 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი თებერვალში 392 ლარის ფარგლებშია.