პოლონეთის სეიმის დეპუტატმა, მალგოჟატა გოშევსკამ პოლონურ ტელევიზიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მთელი მსოფლიოს თვალწინ კვდება. გოშევსკამ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე საუბრისას, პარალელი ნავალნის საქმესთანაც გაავლო და აღნიშნა, რომ მსგავს საბჭოურ მეთოდებს რუსეთი და ბელარუსი საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს