ამერიკელი სენატორები ჯო ბაიდენს უკრაინის დახმარების თხოვნით მიმართავენ. რეპუბლიკელი სენატორები ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და უკრაინისათვის უფრო ძლიერი სამხედრო სისტემების გადაცემას სთხოვენ. ამერიკელი სენატორები წერილში ხაზს უსვამენ, რომ ორმაგი დანიშნულების მქონე საბრძოლო მასალა, უკრაინას საკუთარი პოზიციების გამყარებისა და საკუთარი ტერიტორიების დაცვის საშუალებას მისცემს.