ოკუპანტი ქვეყნის ძალების თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების ცნობით, აგრესორი ქვენის ძალები შეტევებს ლიმანის, ბახმუტის, ავდივის, შახტარის მიმართულებებზე ახორციელებს, ზაპორიჟიასა და ხერსონის მიმართულებებზე კი თავდაცვით პოზიციაშია. გენშტაბის განცხადებითვე, გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა შაჰედის ტიპის დრონებიც გამოიყენეს, მათვე 10 სარაკეტო, 32 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 90 შეტევა განახორციელეს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები მტრის კონცენტრაციისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევეს აგრძელებს, რის შედეგადაც რუსულ ძალებს დიდი დანაკარგები აქვს.