დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი საკომიტეტო განხილვებზე ბრუნდება - ვენეციის კომისიის შეფასების მიღების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის დეტალებზე მსჯელობას ხელახლა აპირებს. ოპოზიცია კი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შემოთავაზებულ ვერსიაში ისევ ხარვეზებს ხედავს და საკითხის მოგვარების მხოლოდ სისტემურ მიდგომას ემხრობა.