საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მარტის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
21 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელებმა, რომლებიც გუნდს დღეს შეუერთდნენ ინდივიდუალურ პროგრამით ივარჯიშეს.
მარტში გასამართ ორივე მატჩს საქართველო ბათუმში გაიმართავს, სადაც ჩვენი გუნდი 24 მარტს გაემგზავრება. მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მარტს, გამართავს. 28 მარტს კი, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. სტუმრები შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან, ნორვეგიას ერლინგ ჰოლანდი ვერ დაეხმარება, გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერ სიტის ფორვარდს საზარდულის ტრავმა აწუხებს და ის ესპანეთთან და საქართველოსთან გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.