უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დედაქალაქის გარშემო, საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. რუსეთმა შეტევისთვის ისევ ირანული დრონები გამოიყენა. საჰაერო განგაში უკრაინაში დაახლოებით ხუთი საათი გაგრძელდა.კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცის ცნობით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.