ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩინეთს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მიუკერძოებელი და ობიექტური პოზიცია უჭირავს, ამერიკის შეერთებული შტატები არ ეთანხმება. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის კუთხით, ჩინეთის მიუკერძოებელ მხარედ აღქმა გონივრულად არ მიაჩნია.
სი ძინპინის, რუსეთში ვიზიტსა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებზე აშშ-ის პოზიციასთან დაკავშირებით, კომენტარი სერგეი ლავროვმაც გააკეთა, მისი თქმით, ჩინეთ-რუსეთის მოლაპარაკებები დასავლეთისა და აშშ-ის საქმე არ არის.