უკრაინა ომში გამარჯვებისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოპოვებულ წარმატებულ პოზიციებზე საუბრობს. მისი თქმით, უკრაინა გასული წლის მსგავსად, საკუთარი ტერიტორიების აგრესორისგან დაცვაში შემდგომ წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს. ზელენსკის განცხადებითვე, ოკუპანტებმა, უკრაინული თავდაცვის ძალების წარმატების ფონზე, ყირიმიდან გაქცევა უკვე დაიწყეს.